среда, 1 июня 2022 г.

გარე დაკვირვების ონლაინგაკვეთილების გეგმები

 

გაკვეთილი N4

მასწავლებლის სახელი გვარი:   ლიანა ტაკიძე

პირადი ნომერი:    

საგანი:         ისტორია

სწავლების საფეხური/კლასი:    საბაზო  I X კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:   21

სსსმ მოსწავლე:    1

გაკვეთილის თემა:    საქართველო I-II საუკუნეებში ქართლის სამეფოს აღზევება:

გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლე დაახასიათებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამეფოების პოლიტიკურ ვითარებას. იმსჯელებს კონკრეტულ პოლიტიკურ პიროვნებასა და ისტორიულ პროცესებზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ქართული სამეფოების პოლიტიკურ ვითარებაზე.

სსსმ მოსწავლე -შეძლებს  რუკის მიხედვით დაასახელოს ქართული სამთავროები.

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

სსსმ მოსწავლე: საზ.მეც.დაწყ.(II).2. ლგენდებისა და მითების, მნიშვნელოვნი ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება;ქვეყნის განვითარებაში პიროვნების როლის გაცნობიერება.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

წარმოდგენილი გაკვეთილი ითვალისწინებს IX კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნებს; შეესაბამება საგნობრივ თემატურ გეგმას და ემთხვევა სასწავლო კალენდარული გეგმით გათვალისწინებულ პერიოდს. გაკვეთილის მიზანი და აქტივობები  ემსახურება  ესგ-ის  სტანდარტით  გათვალისწინებული  შედეგების მიღწევას.

 

N

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები

სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზნებთან)

დრო (წთ)

1

მიზანი: კლასში საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;

აღწერა: პოზიტიური ვირტუალური გარემოს შექმნა.

გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკისა და შესასრულებელი აქტივობების გაცნობა.

საუბარი

საერთო საკლასო

 კომპიუტერი

powerPoint-ში  მომზადებული ვიზუალური მასალის „გაზიარება“.

 

მიზანშეწონილობა

ვიზუალური მეხსიერების სტიმულირება

2წთ

2

მიზანი:  წინარე ცოდნის გააქტიურება

აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს  გაიხსენონ   რომისა და საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფაქტები. (საშინაო დავალების განხილვა)

სსსმ. მოსწავლე -რუკის მიხედვით დასახელე ქართლის დედაქალაქი.

კითხვა- პასუხი

საერთო საკლასო

კომპიუტერი,სახელმძღვანელო

powerPoint-ში  მომზადებული ვიზუალური მასალის „გაზიარება“.

მიზანშეწონილობა

ვიზუალური მეხსიერების სტიმულირება

5წთ

3

მიზანი:  ახალი მასალის გაცნობა

აღწერა:  მასწავლებელი მოსწავლეებს ეკრანზე უზიარებს პრეზენტაციას აღმოსავლეთ საქართველო I-II  საუკუნეებში და

ვიდეო რგოლს „ფარსმან ქველი"

 

 

პრეზენტაცია

საერთო საკლასო

ვიდეო რგოლი ფარსმან ქველზე:

https://video.search.yahoo.com/search/video;_ylt=AwrJ61z.qIZfAxEAoL5XNyoA;_ylu=Y29sbwNiZjEEcG9zAzEEdnRpZAMEc2VjA3BpdnM-?p=%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98&fr2=piv-web&fr=#id=4&vid=88f4cd5d01f2dcf4cd843603cec434d1

მიზანშეწონილობა

ვიზუალური მეხსიერების სტიმულირება

8წთ

4

მიზანი:    ანალიზი მსჯელობა

არწერა:  მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს შეადარონ ფარსმან I-ისა და ფარსმან II ქველის მოღვაწეობა. გაითვალისწინონ ის კონკრეტული ისტორიული პირობები და სიძნელეები რომელთა გადალახვაც მეფეებს უხდებოდათ. იმსჯელონ მეფეთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ქართლის პოლიტიკურ მდგომარეობაზე

ანალი მსჯელობა

 

სახელმძღვანელო, კომპიუტერი

 

 

მიზანშეწონილობა

ვირტუალურ გარემოში ახალი და ნასწავლი მასალის გააზრება

8წთ

5

მიზანი: საშინაო დავალება ჩანიშვნ

აღწერა:  დაწერე ესე  „პიროვნებები ქმნიან ეპოქას“

სსსმ მოსწავლე:  რამდენიმე წინადადებით დაწერე რვეულში რა გაიგე ფარსმან ქველის შესახებ

ინსტრუქციის მიწოდება

ინსტრუქციის მიწოდება

 კომპიუტერი

powerPoint-ში  მომზადებული ვიზუალური მასალის „გაზიარება“.

მიზანშეწონილობა

ვიზუალური მეხსიერების სტიმულირება

2წთ

6

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს  განმსაზღვრემოკლე თხზულება ფარსმან ქველის როლი ქრტულ სახელმწიფოებრიობის

 

განმავითარებელი;

განმსაზღვრელი;

ინდივიდუალური

შეფასების რუბრიკა

5წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 

Ø  მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;

Ø  აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;

სასწავლო თემის სტნდარტის შედეგებთან დამაკავშირებლი კითხვები.

Ø  სსსმ მოსწავლისათვის:   როდის და როგორ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო, ქართული დამწერლობა

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий