გაკვეთილის გეგმები ისტორიშია



გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი:  ლიანა ტაკიძე   
საგანი:    ისტორია
სწავლების საფეხური საშუალო კლასი:   XII
მოსწავლეთა რაოდენობა: 24. კლასში სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:      რუსეთის რევოლუცია
გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლე გაეცნობა რუსეთსი1917 წლის რევოლუციის გამომწვევი მიზეზებს და შედეგებს. გაანალიზებს რევოლუცი-
ის მნიშვნელობას  და იმსჯელებენ რა გავლენა იქონია რუსეთის და იმპერიაში შემავალ ერების პოლიტიკურ   განვითარებაზე; 
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
ისტ. XII.3. მოსწავლეს შეუძლია   XIX  და XX საუკუნეებში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებების ანალიზი.
ისტ. XII.4. მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ისტორიის საკითხების    კვლევა.   მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის
(მე-12 კლსისი საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები(სასწავლო, მიზანი, თემა) თემატურ-კალენდარული გეგმის მიხედვით შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.


N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზნებთან)
დრო (წთ)

1


·         კლასში საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
·         პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა;
·         გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკისა და შესასრულებელი აქტივობების გაცნობა.
საუბარი
საერთო საკლასო
საკლასო ჟურნალი,
წინასწარ მომზადებული და დაფაზე გამოკრული გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა
2წთ



2




წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი  მოსწავლეებს სთხოვს დავალების მიხედვით  გაიხსენონ, როგორი პოლიტიკური და სოციალური ვითარება იყო რუსეთში მე-20 საუკუნის დასაწყისსა და პირველი მსოფლიო ომის წინ.
კითხვა-პასუხი
საერთო კლასისთვის
სახელმაძღვანელო
5წთ
3
მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთსში შექმნილ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას. პრეზენტაციის თანხლებით ( სლაიდებით)
ინტერაქტიული ლექცია
საერთო საკლასო
კომპიუტერი, პროექტორი
PowerPovint -ში
5წთ
4



მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს სამ  ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა ფორმატზე დახაზული  „მრვავალწახნაგა  რეიტინგი“,რომელშიც  მოსწავლეებმა   ტექსტისა და წყაროს  დახმარებით   წინარე მასალის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ და  ჩაწერონ  ორი მნიშვნელოვანი, სამი ნაკლებად მნიშვნელოვანი, შემდეგ ორი მომდევნო და ბოლოს ერთი უმნიშვნელო  პრობლემა, რომელმაც გამოიწვია რევოლუცია.  შემდეგ არგუმენტირებულად იმსჯელონ, რა თვალსაზრისით დაახარისხეს პრობლემა
ჯგუფური მუშაობა
„მრავალწახნაგა რეიტინგი“
ჯგუფური
სახელმძღვანელო
„მრავალწახნაგა რეიტინგის“ სქემა
15წთ
5



მოსწავლეები მსჯელობენ რუსეთის რევოლუციის მნიშვნელობაზე  და შედეგებზე და გამოთქვამენ ვარაუდებს  რა პერსპექტივას უსახავდა რუსეთის რევოლუცია იმპერიაში შემავალ ერებს?
მსჯელობა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
10წთ
6
მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს.  მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგონ მოვლენები.   უპასუხონ კითხვებს:  რა იყო რევოლუციის მიზანი და  რა შედეგით დასრულდა.
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო მსოფლიოს პოლიტიკური რუკა

6
7

საშინაო დავალება: მოიძიე ინფორმაცია 1917 წელს მოღვაწე პარტიების შესახებ  და გამოხატე შენი დამოკიდებულება.

ჯგუფური
სახელმძღვანელო
1
8

მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს  განმსაზღვრელი შეფასებით, აძლევს განმავითარებელი  შეფასებას
განმავითარებელი;
განმსაზღვრელი
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა
1წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      მსჯელობს სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში ცვლილებების აუცილებლობის შესაძლო მიზეზებზე;
·      ირჩევს ერთ-ერთ ქვეყანას და ჯგუფური დისკუსიისას მსჯელობს ისტორიიულად მის მმართველობით სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებების შესახებ;
·      ჯგუფური მუშაობისას ადარებს სახელმწიფო მოწყობის განსხვავებულ სისტემებს (უნიტარული, ფედერაციული, კონფედერაციული), იძლევა საკუთარ შეფასებას თითოეული მათგანის ნეგატიური და პოზიტიური მხარეების შესახებ; მსჯელობს, თუ რომელი სისტემა იქნებოდა საუკეთესო თანამედროვე საქართველოსთვის.

·           ირჩევს მსოფლიოში განვითარებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას და წერს თემას, თუ რა გავლენა მოახდინა მან საქართველოზე;
·           ირჩევს  სხვადასხვა ქვეყნის (რეგონის) ორი მოღვაწის პოლიტიკურ იდეებს, ადარებს მათ და მსჯელობს, თუ რა გავლენა იქონია თითოეულმა მათგანმა  მსოფლიოს ან რეგიონის პოლიტიკურ განვითარებაზე; 









გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი, ლიანა ტაკიძე  
საგანი:    ისტორია
სწავლების საფეხური საშუალო    კლასი:   XII
მოსწავლეთა რაოდენობა:   24. კლასში სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის თემა:      საერთაშორისო ვითარება პირველი მსოფლიო ომის  წინ.
გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლე გააანალიზებს პირველი მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებს, შეაფასებს მასში მონაწილე ქვეყნების  ეკონომიკურ შესაძლებლობებს. იმსჯელებს ბლოკებში გაწევრიანებული ქვეყნების მიზნებზე.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
ისტ. XII.1. მოსწავლეს შეუძლია XIX  და  XX საუკუნეებში მსოფლიოსა და საქართველოში მომხდარი  მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებების ანალიზი.
ისტ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია  ეკონომიკის განვითარებისათვის    რესურსების მნიშვნელობის ანალიზი.
ისტ. XII.4. მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ისტორიის საკითხების    კვლევა.   მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრა
(მე-12 კლსისი საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები(სასწავლო, მიზანი, თემა) თემატურ-კალენდარული გეგმის მიხედვით შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.


N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზნებთან)
დრო (წთ)

1

კლასში საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა;
გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკისა და შესასრულებელი აქტივობების გაცნობა.
საუბარი
საერთო საკლასო
საკლასო ჟურნალი,
წინასწარ მომზადებული და დაფაზე გამოკრული გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა
2 წთ



2



წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი  მოსწავლეებს მიმართავს კითხვებით:
   საშინაო დავალებაზე დაყრდნობით და წინარე მასალის საფუძველზე მიხედვით თანმიმდევრობით ჩამოაყალიბონ გერმანიაში მომხდარი პოლიტიკური პროცესები:
1.      რომელი სამხედრო ბლოკები შეიქმნა ევროპაში XIX ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში რომელი სახელმწიფოები იყვნენ გაერთიანებული;
2.      როგორი პოლიტიკური  და ეკონომიკური ვითარება იყო  ევროპის მოწინავე სახელმწიფოებში XX საუკუნის დასაწყისში; ( და ა.შ)

კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო
დაფა, ცარცი სახელმძღვანელო
5 წთ
3



მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს XX საუკუნის დასაწყისში  მსოფლიოს ეკონომიკურ ვითარებას.           მოკლედ მიმოიხილავს  მოწინავე ქვეყნების ეკონომიკური წინსვლის მიზეზებს   პრეზენტაციის თანხლებით.
ვერბალური ინფორმაცია (მინი ლექცია)
საერთო საკლასო
კომპიუტერი, პროექტორი,  პრეზენტაცია სლაიდები, სადაც წარმოდგენილია დიაგრამები და სქემები, რომელზეც აღბეჭდილია წამყვან ქვეყნებში ეკონომიკური ცვლილებების პროცესი.
5წთ
5



მასწავლებელი მოსწავლეებს  სთხოვს გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს   და  რუკის  დახმარებით   შეავსონ ცხრილი და დააზუსტონ „სამთა კავშირისა“ და“ანტანტის“სახელმწიფოთა  მიზნები და ინტერესთა არეალი პირველ მსოფლიო ომში.

სახლმწიფო
მიზანი


ნამუშევრის პრეზენტაცია,
ტექსტზე და წყაროზე მუშაობა ანალიზი.
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო ,კალამი, სამუშაო ფურცელი,  პოლიტიკური რუკა,
რომლის დახმარებებითაც შეძლებენ დავალების შესრულებას
12წთ
6
 მოსწავლეები  მსჯელობენ და აფასებენ, მოყავთ სათანადო არგუმენტები ;
1.      რამდენად სერიოზული მიზეზი არსებობდა ომის დასაწყებად?
2.      რატომ არ სურდათ დიდ სახელმწიფოებს ურთიერთშორის წინააღმდეგობის მშვიდობიანი გზით მოგვარება?
3.      დღევანდელ მსოფლიოში შესაძლებელია თუ არა ევროპულმა სახელმწიფოებმა ომი გამოუცხდონ ერთმანეთს,(პასუხი დაასაბუთე).

არგუმენტირებული
მსჯელობა
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო, მსოფლიოს პოლიტიკური რუკა
10წთ


მასწავლებელი კლასს ყოფს სამ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს   ეძლევა  ფორმატზე დახაზული სეგმენტური ცხრილი, სადაც ჯგუფის ყველა წევრმა თავის სეგმენტში უნდა ჩაწეროს საკუთარი მოსაზრება:
·         შესაძლებელი იყო თუ არა ამ დაპირისპირების აცილება;
·         ომი არის თუ არა  პრობლემის მოგვარების ერთადერთი   გზა;
·         როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების სხვაგვარი განვითარება;

შემდეგ ჯგუფის წევრები გაუზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს, ხოლო ცენტრში ჩაწერენ  საერთო დასკვნას და წარუდგენენ კლასს.
      

სეგმენტურ ცხრილზე მუშაობა
ჯგუფური
ფორმატზე დახაზული სეგმენტური ცხრილი,
სახელმძღვანელო
10წთ
8
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს  განმსაზღვრელი შეფასებით, აძლევს განმავითარებელი შეფასებას
განმავითარებელი;
განმსაზღვრელი;
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა
1წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერს თემას, რომელშიც მსჯელობს რომელიმე კონფლიქტის (ომის) ეკონომიკურ წინაპირობებსა და შედეგებზე;
·         მსჯელობს მიგრაციული პროცესების მიზეზებსა და შედეგებზე; ირჩევს სხვადასხვა    
                      
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ირჩევს ერთ ქვეყანას (რეგიონს) და მსჯელობს, თუ რა გავლენა ახდენს ბუნებრივი და ანთროპოგენული ცვლილებები მის ეკონომიკურ განვითარებაზე იყენებს ისტორიულ მაგალითებს, გავლენის მასშტაბებს წარსული პერიოდის მაგალითებთან;
·          
·         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აანალიზებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს








გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი:   ლიანა ტაკიძე 
საგანი:     ისტორია
სწავლების საფეხური საშულო  კლასი:  XII                           
მოსწავლეთა რაოდენობა:    24. კლასში   სსსმ მოსწავლე  არ არის.
გაკვეთილის თემა:      გერმანიის გაერთიანება
გაკვეთილის მიზანი:    
Ø  მოსწავლე გაეცნობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიაში  მიმდინარე პოლიტიკურ  და ეკონომიკურ ვითარებას. გააანალიზებს მმართველობით სისტემაში მომხდარი ცვლილებების მნიშვნელობას. იმსჯელებს ევროპაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, პიროვნების როლზე გერმანიის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან: 
ისტ. XII.1. მოსწავლეს შეუძლია  XIX  და  XX საუკუნეებში მსოფლიოსა და საქართველოში მომხდარი  მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებების ანალიზი.
ისტ. XII.2.მოსწავლეს შეუძლია  ეკონომიკის განვითარებისათვის    რესურსების მნიშვნელობის ანალიზი.
ისტ. XII.3. მოსწავლეს შეუძლია   XIX  და XX საუკუნეებში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებების ანალიზი.
ისტ. XII.4. მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ისტორიის საკითხების    კვლევა.   მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრა.
(მე-12 კლსის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები(სასწავლო, მიზანი, თემა) თემატურ-კალენდარული გეგმის მიხედვით შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზნებთან)
დრო (წთ)

1

·         კლასში საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
·         პოზიტიური საგაკვეთილო განწყობის შექმნა;
·         გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკისა და შესასრულებელი აქტივობების გაცნობა.
საუბარი
საერთო საკლასო
საკლასო ჟურნალი
წინასწარ მომზადებული და დაფაზე გამოკრული გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა.
2წთ



2




წინარე ცოდნის  გააქტიურების  მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს  გაიხსენონ 1848 წლის გერმანიის პოლიტიკური ვითარება,   გამოსვლების მიზეზები  და შედეგები.

კითხვა-პასუხი
მინი- დისკუსია
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
5 წთ
3





მოსწავლეებისათვის  მნიშვნელოვანი ინფორმაციის  მცირე დროში  მიწოდების მიზნით მასწავლებელი მოკლედ მიმოიხილავს გერმანიაში მომხდარ ცვლილებებს;
ინტერაქტიული ლექცია
საერთო საკლასო
დამატებითი  ინფორმაცია

5წთ
4



ფაქტებისა და მოვლენების უკეთ გაანალიზებისა და  შეფასების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაეცნონ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის  ნაწილს და წყარო  ბ-ს.
  წყაროს მიხედვით შეაფასონ ბისმარკის პიროვნება და  პოლიტიკური მსოფლმხედველობა. ბისმარკის რეფორმები იყო  პროგრესული,  აუცილებელი  თუ რეაქციული?
 ანალიზი მსჯელობა
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო
კალამი დაფა ცარცი
15წთ
5



საკითხის ღრმა და დეტალური განხილვის მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს
 გაეცნონ დარჩენილ ტექსტს და შეავსონ სადისკუსიო ქსელი
 თემაზე:
 იყო თუ არა გერმანიისათვის კოლონიური პოლიტიკა უმთავრესი.
სადისკუსიო ქსელზე მუშაობა
წყვილები
 სამუშაო ფურცელზე სადისკუსიო ქსელის სქემა  ( მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში  სქემას ავსებენ შემდეგი პრინციპით  სადისკუსიო კითხვას „ ვეთანხმები“  თუ  ვუპირისპირდები“  მიზეზი, რის გამოც  ეწინააღმდეგება ან ეთანხმება.  გაუზიარებს მეწყვილეს შეხედულებებს, შემდეგ მოსწავლეს შეუძლია თავადაც სთქვას თავისი მოსაზრება. ( სქემას ახლავს დასკვნა, სადაც შეუძლია საკუთარი პიროვნული მოსაზრების გამოხატვა).
10
6
გაკვეთილის შეჯამების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს მოკლედ ჩამოაყალიბონ  რა შედეგები მოჰყვა ბისმარკის გერმანიაში მოღვაწეობას,  რა იყო სამხედრო ბლოკების შექმნის მიზნები.

შეჯამება
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო
6
7
საშინაო დავალება: გერმანიის  გაერთიანებისათვის წარმოებული ომებისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების დალაგება დროის ხაზზე.


საერთო საკლასო
კომპიუტერი პროექტორი
1წთ
8
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს  განმსაზღვრელი შეფასებით, აძლევს განმავითარებელი შეფასებას
განმავითარებელ
განმსაზღვრელი
ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა
1წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        მსჯელობს ტექნოლოგიური პროგრესის მნიშვნელობაზე ეკონომიკის განვითარებისათვის;
·         განვითარებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას მსჯელობს თუ რა გავლენ მოახდინა მან საქართველოზე

·        მსჯელობს ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ეკონომიკის განვითარების   
ურთიერთგავლენაზე;
·      ჯგუფური მუშაობისას ადარებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა მოდელს  (მონარქიული, კონსტიტუციურ-მონარქიული, საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ავტორიტარული რესპუბლიკა); იძლევა საკუთარ შეფასებას თითოეული მათგანის ნეგატიური და პოზიტიური მხარეების შესახებ;

·         ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აანალიზებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს (გერმანია, იტალია);
თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე (მაგ.:  უინსტონ ჩერჩილი, ოტო-ფონ ბისმარკი);





Комментариев нет:

Отправить комментарий