კლუბ "იბერიის" ლოგო

დევიზი-
იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.
კლუბის მისია:
სასკოლო ისტორიის მოყვარულთა კლუბი „იბერია„ შეიქმნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის მიერ მოსწავლეების აქტიურად ჩართვისათვის სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისტორიის მოყვარულთა კლუბი მოსწავლეებისათვის წარმოადგენს ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას. კლუბში საქმიანობით მოსწავლბი შეძლებენ აწარმოონ თანატოლთა საგანმანათლებლო კამპანიები, გაეცნობიან საქარველოსა და მსოფლიოს ქვეყნების მიღწევებს, ასევე თავისი ქვეყნის მიღწვებს კაცობრიობის მონაპოვართა ფონზე, აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში. კლუბში მუშაობა მოსწავლს დაეხმარება საჭირო უნარ ჩვევების ჩამოყალიბებაში და ხელს შეუწყობს ჩამოყალიბდეს პატრიოტ პასუხისმგბლობის მქონე მოქალაქედ.
სასკოლო ისტორიის მოყვარულთა კლუბი "იბერია" ძირითადად ორი მიმართულებით მუშაობს: პირველი მოსწავლეები იძენენ თეორიულ ცოდნას მსოფლიო ხალხთა გამოცდილებების მრავალფეროვნებას უძველესი დროიდან დღემდე, ხოლო მეორე მიმართულება პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობა. ამ დროს კლუბის წევრებს უვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები. გარდა ამისა შესაძლოა კლუბის მიერ განხორციელებულმა პროექტმა მოსახლეობას საზოგადობრივი საქმიანობის მნიშვნელობა დაანახოს, შეცვალოს მათი დამოკიდებულება საზოგადოებრივ საქმიანობის მიმართ და გაზარდოს ჩართულობა.
"იბერია"
ისტორიის მოყვარულთა კლუბი "იბერია"
კლუბის გეგმის მიხედვით განხორციელებული ღონისძიებები:
სტუმრად მხარეთმცოდნეობის მუძეუმში.
სტუმრად ბათუმის ხელოვნების მუზეუმში.




Комментариев нет:
Отправить комментарий